რეფლექსია
მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და გადავედით ახალ მასალაზე ,ესაა დიფერენცირებული სწავლება. განვიხილეთ როგორი სახის დავალებები სჭირდებათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ,არაქართულენოვან და ნიჭიერ მოსწავლეებს. პროექტის გეგმაში შევავსეთ სპეციალური ველები. საინტერესო აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი.
მომდევნო საკითხი სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა იყო. ჩვენ შევარჩიეთ და მოვნიშნეთ ის რესურსები , რასაც გამოვიყენებთ პროექტის ფარგლებში.
პროექტის გეგმაში შევავსეთ ველები: ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.
გავასუფთავეთ საქაღალდეები არასასურველი ფაილებისგან.
ტრენინგის ბოლოს ჩვენი პროექტის ლინკი ავტვირთეთ ბლოგზე.
მივიღეთ მითითებები მომდევნო , დასკვნით დღეს გასაკეთებელ პროექტის პრეზენტაციაზე.
ამ დღემაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,რისთვისაც მადლობა ისევ და ისევ ჩვენს ტრენერს.
No comments:
Post a Comment