დამღლელი კვირის შემდეგ ,თითქოს რთული მეჩვენებოდა ტრენინგზე დასწრება,თუმცა ტრენინგი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა დროის გასვლა ვერც კი გავიგე. ტრენინგი დაიწყო ძალიან საინტერესოდ .მსმენელებმა საკუთარი თავი ამოვიცანით კაცუნებში,რამაც ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. დეტალურად გავეცანით ტრენინგის შინაარს და მიზანს,დღის რეჟიმს. გავეცანით და ვესტუმრეთ ახალ ინტერნეტ საიტს tpdc.ge\essentials\. ვიხილეთ მასწავლებლების შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განხილმა, რაშიც მთელი აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული.
ველოდები ტრენინგის მეორე დღეს და მაქვს მოლოდინი ,რომ მეორე დღეც ისეთივე საინტერესო იქნება , როგორც პირველი დღე.
მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.
No comments:
Post a Comment