აი,დადგა მეცხრე დღეც და ჩვენ დიდი მონდომებით მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის! სასიამოვნო იყო კოლეგების ნამუშევრების გაცნობა. ეს დღე განსაკუთრებულად სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა. ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება, ჩვენს სასწავლო პროექტში 21–ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში, სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები, შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ თემურ სახელაშვილს, იმისათვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ–ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ–ახალი პროექტების შექმნის სურვილი. მადლობა...
Monday, November 19, 2018
Saturday, November 17, 2018
მერვე დღე
რეფლექსია
მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და გადავედით ახალ მასალაზე ,ესაა დიფერენცირებული სწავლება. განვიხილეთ როგორი სახის დავალებები სჭირდებათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ,არაქართულენოვან და ნიჭიერ მოსწავლეებს. პროექტის გეგმაში შევავსეთ სპეციალური ველები. საინტერესო აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი.
მომდევნო საკითხი სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა იყო. ჩვენ შევარჩიეთ და მოვნიშნეთ ის რესურსები , რასაც გამოვიყენებთ პროექტის ფარგლებში.
პროექტის გეგმაში შევავსეთ ველები: ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.
გავასუფთავეთ საქაღალდეები არასასურველი ფაილებისგან.
ტრენინგის ბოლოს ჩვენი პროექტის ლინკი ავტვირთეთ ბლოგზე.
მივიღეთ მითითებები მომდევნო , დასკვნით დღეს გასაკეთებელ პროექტის პრეზენტაციაზე.
ამ დღემაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,რისთვისაც მადლობა ისევ და ისევ ჩვენს ტრენერს.

მეშვიდე დღე
რეფლექსია
ნელ-ნელა მივდივართ ტრენინგის დასასრულისკენ . დღევანდელი მუშაობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ტრენინგის პირველ ნაწილში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე. გავეცანით გაზეთის შეფასების ჩეკლისტს, ბროშურის შეფასების ჩეკლისტს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს.
ტრენინგის მეორე ნაწილში ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.
დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.
Sunday, November 11, 2018
მეექვსე დღე
რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს ვიმუშავეთ ბლოგზე პრეზენტაციებისა და ვიდეოების ჩაშენების ხერხებზე; Youtube-დან ბლოგზე ვიდეოს შემოტანაზე, ბლოგზე ჩანართების ჩასმაზე, დიზაინის ცვლილებებზე, გავეცანით ბლოგის სტრუქრურას. ასევე - სასწავლო მასალის მეოთხე მოდულს:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახულ სასწავლო პროექტებზე.
ეს დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

Saturday, November 10, 2018
დღე მეოთხე
რეფლექსია
დღის გეგმა:
1. გამეორება;
2. შეფაესბის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება;
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
5.მუშაობა ბლოგში
გავიმეორეთ ტრენინგის მესამე დღეს პროექტის გეგმაზე მუშაობისას შესრულებული აქტივობები.
ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმის შემდეგ კომპონენტებზე: პირველი-.შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, სადაც შეფასება გავაკეთეთ სამ ეტაპად, პროექტის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ. შეფაესბისას გამოვიყენეთ თითოეული ეტაპის შესაბამისი სხვადასხვა მეთოდი. მეორე- ჩამოვაყალიბეთ ის საბაზისო უნარ-ჩვევბი, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარდებათ პროექტზე მუშაობისას და მესამე- შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
პროგრამა POWER-POINT-ში გავაკეთეთ პროექტის პორტფოლის პრეზენტაცია, პროგრამის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.
ვიმუშავეთ ბლოგში სურათების განთავსებაზე.
ტრენინგის სამი დღის დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მეოთხე დღეს მუშაობა კიდევ უფრო გაგვიადვილდა.
Sunday, November 4, 2018
დღე მესამე
რეფლექსია
საინტერესო და საკმაოდ შრომატევადი იყო მესამე დღე. ვიმუშავეთ ჩვენს საქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში. გავაკეთეთ პროექტის მონახაზი, დავწერეთ პროექტის შინაარსი, ამოვირეთ სტანდარტები. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიას და ის, რომ სტანდარტები უნდა შეირჩეს ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით. დავწერეთ პროექტის სასწავლო მიზნები. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს. რა შეკითხვების მქონდა ჩემს ყველა შეკითხვაზე ტრენინგის მსვლელობის დროს ამომწურავი პასუხი მივიღე, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს ტრენერს.

დღე მეორე
რეფლექსია
მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების გამოკითხვით: თუ რა თემის დამუშავება გადავწყვიტეთ პროექტისათვის. მსმენელებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს, მაგრამ ვიდრე უშუალოდ მასზე მუშაობას დავიწყებდეთ ტრენერმა გვთხოვა დავფიქრებულიყავით როგორ ვიყენებდით, ან რა სახით პროექტებს სწავლებაში, რით იყო გამორჩეული პროექტებზე დაფუძნებული საგაკვეთილო პროცესი. გამოიკვეთა, რომ პროექტებზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს, განაპირობებს სწავლის მაღალ ხარისხს, პროექტებზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. პროექტზე დაფუძვნებულ სწავლაზე ზოგჯერ არასწორი შეხედულება აქვთ მშობლებს, საზოგადოების წევრებს და ზოგჯერ მოსწავლეებსაც კი, ამიტომ მათი დარწმუნების მიზნით უნდა უნდა შევთხზათ სტატია, სადაც სამიზნე ჯგუფს ავუხსნით პროექტზე დაფუძვნებულ სწავლების მეთოდს. ამის შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ბუკლეტის დამზადებაზე., ამით მეორე დღეც ამოიწურა.
Friday, November 2, 2018
დღე პირველი
რეფლექსია
დამღლელი კვირის შემდეგ ,თითქოს რთული მეჩვენებოდა ტრენინგზე დასწრება,თუმცა ტრენინგი იმდენად საინტერესო აღმოჩნდა დროის გასვლა ვერც კი გავიგე. ტრენინგი დაიწყო ძალიან საინტერესოდ .მსმენელებმა საკუთარი თავი ამოვიცანით კაცუნებში,რამაც ძალიან კარგ განწყობაზე დაგვაყენა. დეტალურად გავეცანით ტრენინგის შინაარს და მიზანს,დღის რეჟიმს. გავეცანით და ვესტუმრეთ ახალ ინტერნეტ საიტს tpdc.ge\essentials\. ვიხილეთ მასწავლებლების შექმნილი პროექტების პრეზენტაციები. ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განხილმა, რაშიც მთელი აუდიტორია აქტიურად იყო ჩართული.

ველოდები ტრენინგის მეორე დღეს და მაქვს მოლოდინი ,რომ მეორე დღეც ისეთივე საინტერესო იქნება , როგორც პირველი დღე.
მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის.
Subscribe to:
Posts (Atom)