Monday, November 19, 2018

მეცხრე დღე

                                                       რეფლექსია
    აი,დადგა მეცხრე დღეც და ჩვენ დიდი მონდომებით მოვემზადეთ პრეზენტაციისთვის! სასიამოვნო იყო კოლეგების ნამუშევრების გაცნობა. ეს დღე განსაკუთრებულად სასიამოვნო და სახალისო აღმოჩნდა.   ინტელის ტრენინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.   ტრენინგის კურსი იყო ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი. დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს, ტრენინგის მოდულებს. პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული, რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია. შევისწავლე  სასწავლო პროექტის დაგეგმვა, მოსწავლეთა პროექტების შეფასება,  ჩვენს სასწავლო პროექტში 21–ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, პროექტის პრეზენტაცია Power Point-ში, სასწავლო პროექტის  მახასიათებელი ჩეკლისტები, განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია, შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები, მოვამზადეთ პუბლიკაციები იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი გავაცნოთ საზოგადოების წევრებს. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები, შევისწავლე ელექტრონული ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ Gmail-ის დისკსა და შემდეგ კი ბლოგზე. რაც შეეხება ბლოგს იყო ისეთი საკითხები რომლებიც ჩემთვის ახალი და საინტერესო აღმოჩნდა.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ბატონ თემურ სახელაშვილს, იმისათვის, რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრენინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა. შეძენილმა ცოდნამ და უნარ–ჩვევებმა კი გამიჩინა ახალ–ახალი პროექტების შექმნის სურვილი.      მადლობა...

Saturday, November 17, 2018

მერვე დღე

                                                      რეფლექსია
     მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას და გადავედით ახალ მასალაზე ,ესაა დიფერენცირებული სწავლება. განვიხილეთ როგორი სახის დავალებები სჭირდებათ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებს ,არაქართულენოვან  და ნიჭიერ მოსწავლეებს. პროექტის გეგმაში შევავსეთ სპეციალური ველები. საინტერესო აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი.
     მომდევნო საკითხი სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსების განსაზღვრა იყო. ჩვენ შევარჩიეთ და მოვნიშნეთ ის რესურსები , რასაც გამოვიყენებთ  პროექტის ფარგლებში.
     პროექტის გეგმაში შევავსეთ ველები: ბეჭდური მასალები, ინვენტარი, ინტერნეტრესურსები და სხვა რესურსები.
      გავასუფთავეთ საქაღალდეები არასასურველი ფაილებისგან.
     ტრენინგის ბოლოს ჩვენი პროექტის ლინკი ავტვირთეთ ბლოგზე.
     მივიღეთ მითითებები მომდევნო , დასკვნით დღეს გასაკეთებელ პროექტის პრეზენტაციაზე.
     ამ დღემაც საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა,რისთვისაც მადლობა ისევ და ისევ ჩვენს ტრენერს.

მეშვიდე დღე

                                                              რეფლექსია
  ნელ-ნელა მივდივართ ტრენინგის დასასრულისკენ . დღევანდელი მუშაობა მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ტრენინგის პირველ ნაწილში ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე.  გავეცანით გაზეთის შეფასების ჩეკლისტს, ბროშურის შეფასების ჩეკლისტს, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკას,პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტს. 
    ტრენინგის მეორე ნაწილში ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე. 
    დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Sunday, November 11, 2018

მეექვსე დღე

                                                         რეფლექსია

 ტრენინგის მეექვსე დღეს  ვიმუშავეთ  ბლოგზე პრეზენტაციებისა და ვიდეოების  ჩაშენების ხერხებზე; Youtube-დან  ბლოგზე ვიდეოს შემოტანაზე, ბლოგზე ჩანართების ჩასმაზე, დიზაინის ცვლილებებზე, გავეცანით ბლოგის სტრუქრურას. ასევე - სასწავლო მასალის მეოთხე მოდულს:მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების ნიმუშებს, ვიმსჯელეთ მოსწავლეთა პერსპექტივიდან დანახულ  სასწავლო პროექტებზე.  
    ეს დღეც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.