მეორე დღე დაიწყო საშინაო დავალების გამოკითხვით: თუ რა თემის დამუშავება გადავწყვიტეთ პროექტისათვის. მსმენელებმა საკმაოდ საინტერესო თემები წარმოადგინეს, მაგრამ ვიდრე უშუალოდ მასზე მუშაობას დავიწყებდეთ ტრენერმა გვთხოვა დავფიქრებულიყავით როგორ ვიყენებდით, ან რა სახით პროექტებს სწავლებაში, რით იყო გამორჩეული პროექტებზე დაფუძნებული საგაკვეთილო პროცესი. გამოიკვეთა, რომ პროექტებზე დაფუძვნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს, განაპირობებს სწავლის მაღალ ხარისხს, პროექტებზე დაფუძვნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. პროექტზე დაფუძვნებულ სწავლაზე ზოგჯერ არასწორი შეხედულება აქვთ მშობლებს, საზოგადოების წევრებს და ზოგჯერ მოსწავლეებსაც კი, ამიტომ მათი დარწმუნების მიზნით უნდა უნდა შევთხზათ სტატია, სადაც სამიზნე ჯგუფს ავუხსნით პროექტზე დაფუძვნებულ სწავლების მეთოდს. ამის შემდეგ დავიწყეთ პრაქტიკული მუშაობა ბუკლეტის დამზადებაზე., ამით მეორე დღეც ამოიწურა.
No comments:
Post a Comment