Saturday, November 10, 2018
დღე მეოთხე
რეფლექსია
დღის გეგმა:
1. გამეორება;
2. შეფაესბის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება;
3. დროში გაწერილი შეფასების გეგმა;
4. პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია;
5.მუშაობა ბლოგში
გავიმეორეთ ტრენინგის მესამე დღეს პროექტის გეგმაზე მუშაობისას შესრულებული აქტივობები.
ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმის შემდეგ კომპონენტებზე: პირველი-.შეფასების სხვადასხვა მეთოდების გამოყენება, სადაც შეფასება გავაკეთეთ სამ ეტაპად, პროექტის დაწყებამდე, მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ. შეფაესბისას გამოვიყენეთ თითოეული ეტაპის შესაბამისი სხვადასხვა მეთოდი. მეორე- ჩამოვაყალიბეთ ის საბაზისო უნარ-ჩვევბი, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარდებათ პროექტზე მუშაობისას და მესამე- შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
პროგრამა POWER-POINT-ში გავაკეთეთ პროექტის პორტფოლის პრეზენტაცია, პროგრამის ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით.
ვიმუშავეთ ბლოგში სურათების განთავსებაზე.
ტრენინგის სამი დღის დაგროვილი გამოცდილებიდან გამომდინარე მეოთხე დღეს მუშაობა კიდევ უფრო გაგვიადვილდა.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment